საქართველოში PCR ტესტირების ჩატარება დღეიდან დამატებით 5 ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი. თბილისს ტესტების ჩასატარებლად კიდევ სამი ლაბორატორია ემატება, თითო-თითო კი ბათუმსა და ქუთაისს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებლის ტესტირება ჩატარდა.
„24 საათში ჩატარდა 695 კვლევა, 5 ლაბორატორიაში და აქედან 95% მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე. მინდა გაუწყოთ, რომ ქვეყანაში PCR ტესტირება იზრდება. ემატება კიდევ 5 ლაბორატორია, 3 თბილისშია, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში, რაც ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება ტესტირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ლაბორატორიების მატებას დადებითად აფასებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ეს საკმარისი არ არის და ქვეყანაში რეალური სურათი მაინც არ გამოჩნდება.